კიდევ ერთი გამარჯვება საერთაშორისო სასამართლოში.
საქართველომ რუსეთს აგვისტოს ომთან დაკავშირებული მესამე საქმე მოუგო. ექვსწლიანი განხილვა დასრულებულია. სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა ქართული მხარის მიერ 2018 წელს გაგზავნილი სარჩელი, სადაც ოფიციალური თბილისი ომის შემდეგ დაწყებულ უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ასაჩივრებდა. არაადამიანური მოპყრობა, სიცოცხლის და საკუთრების დაცვის უფლების ხელყოფა – რუსეთი ევროპული კონვენციის შვიდი მუხლის დარღვევაში ამხილეს. ქართული მხარე საერთაშორისო პლატფორმებზე დეოკუპაციის პროცესის გასააქტიურებლად და რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად პოზიციას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტით იმყარებს. ბოლო წლებია, საოკუპაციო ხაზთან ვითარება მკვეთრად არის გაუარესებული. ადგილობრივებს ეზღუდებათ გადაადგილების უფლება, გახშირებულია უკანონო დაკავებები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაში პირდაპირ ჩაიწერა, რომ საოკუპაციო რეჟიმების მიერ დადგენილ ყველა შეზღუდვას სისტემური სახე აქვს.