ისტორიული დღე ქვეყნისთვის.
თბილისიდან ბრიუსელში ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი იგზავნება. 2020 წელს მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამაში შეტანილი დაპირების მიხედვით, შესაბამისი განაცხადის გაკეთება 2024 წელს იგეგმებოდა, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომმა და ახალმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ თარიღი გადმოწია. 24 თებერვალს რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული საომარი მოქმედებებით შესაძლებლობის ახალი ფანჯარა გაჩნდა. განაცხადის ხელმოწერას წინ პრემიერის ვიდეომიმართვა უძღოდა, სადაც ევროპული მომავალი ქვეყნის ყველა მთავრობის და ერის უალტერნატივო სამოქმედო გეგმად დასახელდა. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, უვიზო რეჟიმის ამოქმედება და ახლა უკვე განაცხადი, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს – წინ რეფორმების რთული გზაა.
ანა ბროლაძე არკვევდა, კანდიდატის სტატუსის მიღების რა პერსპექტივა აქვს ქვეყანას და რა ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული საბოლოო მიზნის, ანუ ევროკავშირში გაწევრიანების მიღწევა.