საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკრაინაში მილიონი ლარის ღირებულების ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა. უკრაინის ელჩი საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროში იმყოფებოდა. უკრაინელი ხალხისთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარების შესახებ ინფორმაცია მას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა და ჯანდაცვის მინისტრმა მიაწოდეს.
ეს არის პირველადი სამედიცინო დახმარების საგნები, 30 -ზე მეტი დასახელების მედიკამენტი და ჟანგბადის კონცენტრატორები. საქართველოს მთავრობის მიერ ჰუმანიტარული ტვირთის შესყიდვის პროცესში მონაწილეობაზე რამდენიმე ფარმაცევტულმა კომპანიამ და კლინიკამ გამოთქვა სურვილი, სამედიცინო აღჭურვილობისა და მედიკამენტების ნაწილი მთავრობას უსასყიდლოდ გადაეცა. საქართველოს ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინა ვარშავის გავლით დღეს მიიღებს.