კულტურის სამინისტრო ვენეციის 59-ე საერთაშორისო ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი საგამოფენო პროექტის შესარჩევ კონკურსს აცხადებს. პავილიონის მოწყობის მიზნით, კულტურის სამინისტროს მიერ შერჩეულია საგამოფენო სივრცე ვენეციაში, კუნძულ ჯუდეკაზე. სივრცე 2022 წლის 13 აპრილიდან პირველ დეკემბრამდე იქნება საქართველოს განკარგულებაში. სამინისტროს გადაწყვეტილებით, წელს პირველად, ვენეციის ბიენალეს მიმდინარეობის 7 თვის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული პავილიონის ფარგლებში იმუშავებს სახელოვნებო რეზიდენცია ახალგაზრდებისათვის. პროექტის იდეა უნდა ეხმიანებოდეს საერთაშორისო გამოფენის მთავარ თემას.