საქართველო-უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

უნგრეთის მთავრობამ საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელთა მოქალაქეებსაც შესაძლებლობა ექნებათ, დროის განსაზღვრული პერიოდით, უნგრეთში სამუშაო ნებართვა გამარტივებული წესით მიიღონ. ამის შესახებ ცნობილი საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გახდა. შეხვედრა ბუდაპეშტში, ილია დარჩიაშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.