საქართველო-უკრაინა პირველი არხი სპორტზე

16 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებელი ორი მნიშვნელოვანი ღონისძიების ტრანსლირებას შემოგთავაზებთ.

შაბათს, 21:00 საათზე საქართველოს პირველ არხზე შესაძლებლობა გექნებათ, რომ საბავშვო ევროვიზიას უყუროთ. საერთაშორისო კონკურსზე წელს საქართველოს „რანინას“ გამარჯვებული, 11 წლის ანდრია ფუტკარაძე  წარადგენს. 16 ნოემბერსვე საქართველო-უკრაინას შორის ერთა ლიგის მატჩი გაიმართება, რომლის ტრანსლირებას პირველი არხი სპორტი უზრუნველყოფს. მატჩის ნახვა ასევე შეგეძლებათ ვებ-პორტალზე 1tv.ge და პირველი არხი სპორტის იუთუბ-არხზე.