საქართველო-უკრაინა პირველ არხზე

ერთი დღე რჩება საქართველოს და უკრაინის ნაკრებების შეხვედრამდე.

ერთა ლიგის B დივიზიონის მატჩს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს – იმისთვის, რომ ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შანსი შეინარჩუნოს, ხვალინდელი თამაშის მოგებაა საჭირო. მატჩი ბათუმში ახალ სტადიონზე გაიმართება. ორივე გუნდმა უკვე გაიარა მოსამზადებელი ვარჯიში. ჯგუფურ ეტაპზე ბოლო შეხვედრა 19 ნოემბერს ჩეხეთში იგეგმება. საქართველოს ნაკრები ამ დროისთვის ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს.

როგორ ემზადებიან „ქართველი ჯვაროსნები“ ხვალინდელი თამაშისთვის, – ლევან ღუდუშაური დეტალებით ბათუმიდან.