აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა ადამიანით ვაჭრობის თაობაზე, რომლის თანახმად, ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო ისევ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით 186 ქვეყანას შორის, უკვე მე-9 წელია ინარჩუნებს ადგილს ე.წ. „პირველ კალათაში“. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, წელს შეფასების უმაღლეს სკალაში მხოლოდ 33-მა ქვეყანამ დაიკავა ადგილი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს, განაგრძობს მტკიცე, მდგრად, თანმიმდევრული და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით. ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მთავრობის მიერ გაძლიერებული ძალისხმევა როგორც დანაშაულის პრევენციის, ისე დამნაშავეთა გამოვლენის, დასჯისა და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით.