„საქართველოსა და სომხეთს შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა. დოკუმენტს ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში 2023 წლის 12 იანვარს მოაწერეს ხელი. შეთანხმების თანახმად, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ, იმოგზაურონ საქართველოდან სომხეთში და პირიქით, ბიომეტრიული პირადობის მოწმობით, საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გავლით“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ანაცვლებს 1993 წლის 19 მაისს ხელმოწერილ დოკუმენტს „საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეთა მათ ტერიტორიაზე უვიზო მოძრაობის შესახებ“.