საქართველოს და სომხეთს ერთმანეთთან ახალი თანამედროვე ხიდი დააკავშირებს.
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა დასრულებულია. ორი ქვეყნის საზღვრის სადახლოს მონაკვეთზე, მდინარე დებედაზე ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა. პრეზენტაციას ორი ქვეყნის პრემიერები დაესწრნენ. მოლოდინია, რომ 160 მეტრი სიგრძის ოთხზოლიანი ხიდი ტურისტულ ნაკადებს და სატვირთო გადაზიდვებს კიდევ უფრო მეტად გაზრდის და სავაჭრო ურთიერთობებს გააძლიერებს. მეგობრობის ხიდის მშენებლობა „იბიარდმა“ დააფინანსა.