კავკასიისა და აზიის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარობაზე ახალ ანგარიშს აქვეყნებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი. მიმდინარე და მომავალ წელს, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდის პროგნოზით საუკეთესო მდგომარეობა საქართველოშია. ციფრები ასე გამოიყურება: პროგნოზის მიხედვით, აზერბაიჯანის მთლიანი შიდა პროდუქტი წელს მინუს ერთი % იქნება, რაც რეგიონში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტი სავარაუდოდ 3.5 %-ით გაიზრდება.
რაც შეეხება საქართველოს, სავალუტო ფონდის მოლოდინით, მთლიანი შიდა პროდუქტი წელს 4.3 %-ით გაიზრდება, მომავალ წელს კი – 4.5 %-ით.
განსხვავებულია ინფლაციის მაჩვენებელი. ამ მიმართულებით საუკეთესო ვითარება სომხეთშია – 1,9 %, აზერბაიჯანში – 12 %. საქართველოში კი ნავარაუდევია 6 %-ანი ინფლაცია.
ეროვნული ბანის პროგნოზით კი, ინფლაცია 4 % უნდა იყოს.