გერმანიამ ცხელი წერტილიდან სამხედრო მოსამსახურეები სამშობლოში საქართველოს დახმარებით დააბრუნა.
ავღანეთიდან 2 000-მდე ჯარისკაცის და მოქალაქის გამოსაყვანად და სამშობლოში დასაბრუნებლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გამოიყენეს. სამხედრო ოპერაციის ფარგლებში გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავი თბილისში 30-ჯერ დაეშვა. სატრანზიტო სივრცედ ჩვენი ქვეყნის გამოყენების გადაწყვეტილება თავად გერმანულმა მხარემ მიიღო. ავღანეთში სამშვიდობო მისია დასრულებულია, ცხელი წერტილი ქართულმა დანაყოფებმაც დატოვეს.
საერთაშორისო სატრანზიტო ოპერაციის შესახებ ვაკო ორმოცაძე გვიამბობს.