მატჩის ერთობლივი ყურება დაგეგმილია მცხეთაშიც, სვეტიცხოვლის მიმდებარე მოედანზე.
ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობას სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში 23:00 საათიდან დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგშიც შეძლებენ. კონკრეტულ ქალაქებში ამინდის გაუარესების შემთხვევაში საფეხბურთო მატჩის ტრანსლაცია ღია სივრციდან დახურულ დარბაზში გადაინაცვლებს, რის შესახებაც გულშემატკივრებს წინასწარ ეცნობებათ.