საქართველო-პორტუგალიის დაპირისპირება ევრო 2024-ზე

საქართველო-პორტუგალია – ხუთი საათი გადამწყვეტ მატჩამდე.

ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იწყება. თამაშის მოგების შემთხვევაში ეროვნული ნაკრები ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე გავა. საქართველო იმარჯვებს – ამ მოწოდებით გაერთიანებულია მთელი ქვეყანა. გერმანიაში საგულშემატკივროდ ასობით ქართველი ქომაგია ​ჩასული. დღესაც ისევე, როგორც წინა თამაშებზე ტრიბუნები სავსე იქნება საქართვლოს დროშებით და დროშის ფერებით.

შეხვედრა საქართველოს დროით, 23:00 საათზე დაიწყება და მას რა თქმა უნდა პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ.