საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან აგვისტოს ომის თემაზე დიალოგს აგრძელებს
საქართველო, იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობით, პარტნიორ ქვეყნებთან აგვისტოს ომის თემაზე ინტენსიურ დიალოგს აგრძელებს. რომის სტატუტის ხელმომწერი სახელმწიფოების ასამბლეის მე-16 სესიის ფარგლებში, პარტნიორი სახელმწიფოების დელეგაციებს მინისტრის მოადგილე შეხვდა.
მთავარი თემა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის ფარგლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაა.