ქართველი სპორტსმენების გაცილების ცერემონიას ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ღონისძიებას სახელმწიფო ცერემონიების სასახლემ უმასპინძლა. ოლიმპიელებს სიტყვით მიმართეს პრემიერმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მერმა. მათ ოლიმპიადის მონაწილეებს და მწვრთნელებს წარმატება უსურვეს და იმედი გამოთქვეს, რომ ოლიმპიელებისთვის საფრანგეთში ასპარეზობა გამორჩეული იქნება და ისინი ქვეყანას ღირსეულად წარმოადგენენ. ოქროს მედლისთვის მთავრობისგან ერთი მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი, ვერცხლის მედლის შემთხვევაში – ნახევარი მილიონი, ბრინჯაოს პრიზიორებისთვის კი 250 000 ლარი.