ქართველი და ფრანგი ძიუდოისტების ორთაბრძოლის შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინური კომისიის საგანგებო შეხვედრის ჩანიშვნა გახდა საჭირო. გურამ თუშიშვილი პარიზის ოლიმპიადიდან დისკვალიფიცირებულია. კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებამდე ის ყველა საერთაშორისო ტურნირიდან მოიხსნება. ქართველი სპორტსმენი ბრინჯაოსთვის ასპარეზობიდანაც ჩახსნეს, ის ვერც ხვალინდელ გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას – მას ილია სულამანიძე შეცვლის. დაგეგმილია დამატებითი გამოძიების ჩატარება. ძიუდოს სულისკვეთებისთვის შეუფერებელი ქცევა – ასე შეფასდა დაძაბული ორთაბრძოლის ბოლოს თუშიშვილის საქციელი. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ თუშიშვილი მეოთხედფინალში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ფრანგ ტედი რინერს ხვდებოდა, იპონით დამარცხების შემდეგ კი ინციდენტი მოხდა. დღეს ზაფხულის ოლიმპური თამაშების ძიუდოს ტურნირზე ინდივიდუალური შეჯიბრის ბოლო დღე იყო. ახლა მთელი ყურადღება ხვალინდელი გუნდური შეჯიბრებისკენ ინაცვლებს, სადაც ექვსმა ქართველმა ძიუდოისტმა უნდა იასპარეზოს.
რა მოხდა მეოთხედფინალური შეხვედრის დასასრულს? – ნიკოლოზ ბერაძე პირდაპირ ეთერში პარიზიდან.