საქართველო პარიზის ოლიმპიადაზე - გენო პეტრიაშვილი ფინალში იჭიდავებს
გენო პეტრიაშვილი ზედიზედ მეორედ ოლიმპიური ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ოლიმპიურ თამაშებზე ნახევარფინალური შეხვედრა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილთან გამართა და ფინალის საგზური მოიპოვა. მანამდე ქართველმა ფალავანმა მეოთხედფინალში შეჯიბრებაზე მეშვიდე ნომრად განთესილი პოლონელი რობერტ ბარანი 9:2 დაამარცხა.