ბოლო სამზადისი ზაფხულის ოლიმპიადაზე ასპარეზობამდე.
„მოამბის“ გადამღები ჯგუფი განაგრძობს იმ სპორტსმენებთან სტუმრობას, რომლებიც წელს საქართველოს სახელით პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე წარდგებიან. ამჯერად თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოთხი სპორტსმენის ვარჯიში გადავიღეთ. მათგან ორი დებიუტანტია. წლის მთავარი სპორტული სანახაობა 26 ივლისს იწყება. გახსნის საზეიმო ცერემონია მდინარე სენაზე გაიმართება.