პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშები დასრულებულია. ქართული დელეგაციის წარმომადგენლები სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ თბილისის აეროპორტში ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ. პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა ცხრა მედლით დაასრულა, რაც სარეკორდო შედეგია ქართული პარასპორტისთვის. საქართველოს პარალიმპიურმა ნაკრებმა პარიზის ზაფხულის მე-17 პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის 6 სახეობაში 14 პარაათლეტით იასპარეზა.