საქართველო 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანაა. ეს ტიტული ჩვენს ქვეყანას საუდის არაბეთში, ქალაქ რიადში გადმოეცა, სადაც 2023 წლის მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი მაღალი დონის ღონისძიება მიმდინარეობს. მასში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი მონაწილეობს, რომელმაც ტურიზმის ლიდერების ფორუმზე გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია საქართველოში 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიების შესახებ.
მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და კულტურული აქტივობები 2024 წელს საქართველოში გაიმართება, რა დროსაც ჩვენს ქვეყანას ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიის 3000-მდე მსოფლიო ლიდერი ეწვევა.