გაზრდილი ფრენების სიხშირე გერმანიის მიმართულებით

საქართველო ევრო-2024 -ს გერმანიის მიმართულებით გაზრდილი ფრენის სიხშირეებით ხვდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამ ეტაპზე ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი განაცხადების და დამტკიცებული განრიგების შესაბამისად, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, საქართველოს და გერმანიას შორის რეგულარული რეისები შესრულდება 4 ავიაკომპანიის მიერ, 8 მიმართულებით, კვირაში დაახლოებით 30 სიხშირით.

რეგულარული რეისები შემდეგი მიმართულებებით და სიხშირეებით იგეგმება:
Georgian Airways:
• თბილისი – მიუნხენი – თბილისი – 3 სიხშირე;
• თბილისი – ბერლინი – თბილისი – 2 სიხშირე კვირაში.
Wizz Air:
• ქუთაისი – ბერლინი – ქუთაისი – კვირაში 3 სიხშირე;
• ქუთაისი – დორტმუნდი – ქუთაისი – კვირაში 2 სიხშირე;
• ქუთაისი – მემინგემი – ქუთაისი – კვირაში 3 სიხშირე;
• ქუთაისი – ჰამბურგი – ქუთაისი – კვირაში 2 სიხშირე;
• ქუთაისი – ფრანკფურტი – ქუთაისი – კვირაში 2 სიხშირე.
Lufthansa:
• მიუნხენი – თბილისი – მიუნხენი – 10 სიხშირე კვირაში.
Eurowings:
• ბერლინი – თბილისი – ბერლინი – 1 სიხშირე კვირაში;
• დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფი – 2 სიხშირე კვირაში.