ავიაციის დღე

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის TAV Georgia-ს ხელმძღვანელობამ ავიაციის სფეროს წარმომადგენლებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე მიულოცა. TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და ტრადიციულად, საავიაციო უნივერსიტეტის ხუთ სტუდენტს TAV-ის სახელობითი სტიპენდია გადასცა. ასევე, თეა ზაქარაძემ აეროპორტის ღვაწლმოსილი თანამშრომლები დააჯილდოვა და მათ მრავალწლიანი ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.