საქართველოს გაუმჯობესებული პოზიცია კიდევ ერთ საერთაშორისო რეიტინგში.
მსოფლიო ბანკის B ready-ს რეიტინგში ქვეყანამ მეშვიდედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა და სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად სამეულში მოხვდა. b-ready რეიტინგით, doing business რეიტინგი ჩანაცვლდა, რომელშიც საქართველოს მეშვიდე ადგილი ეკავა. b ready რეიტინგში პირველ საპილოტე წელს მსოფლიო ბანკმა სულ 50 ქვეყანა შეაფასა. ახალი რეიტინგის მიზანი ბიზნეს-გარემოს რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასებაა. კვლევისას აფასებენ, რამდენად ხელშემწყობი გარემოა ქვეყანაში ბიზნესის დასაწყებად. გამოყენებულია რამდენიმე ინდიკატორი, მათ შორისაა ბიზნესის დაწყება, ოპერირება და ბიზნეს-საქმიანობის გაფართოება.