საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიის საწვრთნელი შეკრება დაასრულა. 8 ივნისს, ჩვენმა გუნდმა გაინბერგში ბოლო ვარჯიში ჩაატარა – ამის შემდეგ, ნაკრების შემადგენლობა პოდგორიცაში ჩავიდა, სადაც მონტენეგროს ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. ეს ვილი სანიოლის გუნდისთვის გენერალური რეპეტიცია იქნება ევროპის ჩემპიონატამდე, სადაც საქართველოს ნაკრები თურქეთს, ჩეხეთს და პორტუგალიას დაუპირისპირდება.
მონტენეგროსა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი დღეს თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.