საქართველო-მოლდოვა-უკრაინა – სამი ქვეყანა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისთვის და აგრესიის შედეგებთან გამკლავებისთვის ერთიანდება.
თბილისში იმყოფება რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვას ვიცე პრემიერი და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების მინისტრი.
სამმა სახელმწიფომ, რომლებიც პარალელურად ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნები არიან, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. საქართველოში მიმდინარე ოკუპაცია მაღალი რანგის სტუმრებმა დღეს საკუთარი თვალით ნახეს.
მინისტრებთან ერთად, სოფელ ოძისში ქეთი ქარდავა იმყოფებოდა.