საქართველო - კოსოვო პირველ არხზე

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში კოსოვოს დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გუნდმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, გუნდს საბა ლობჟანიძეც დააკლდა. ის შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს. საქართველოსა და კოსოვოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება დღეს, 20 საათზე, ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება.

ქვეყანაში არსებული „კოვიდ-19“-ის რეგულაციებიდან გამომდინარე, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

დღეს, 20:00 საათზე – საქართველო-კოსოვოს მხარე საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT