საქართველო ხელბურთში 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

9-დან 20 აგვისტოს ჩათვლით საქართველო ხელბურთში 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

მატჩები თელავში გაიმართება და მასში ევროპის  11 ახალგაზრდული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოს 18 წლამდელთა ხელბურთელთა ნაკრებიც.

ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ დღეს ევროპის 18 წლამდელთა ჩემპიონატის ლოგოსთვის გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გამოავლინა.

40-მდე ნამუშევარს შორის ხელბურთის ფედერაციამ საუკეთესოდ ნელი ქირიას ნამუშევარი დაასახელა და გამარჯვებულს ფულადი ჯილდო – 1000 ლარი გადასცა.