საქართველო ITB Berlin-ზე

საქართველო მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტატუსით ITB Berlin-ზე – ჩვენი ქვეყანა ბერლინში პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. ITB Berlin-ზე მასპინძლის სტატუსის მქონე საქართველო 1 000 კვადრატულ მეტრამდე სივრცეში მოწყობილი მთავარი სტენდითა და ათეულობით კომპანიითაა წარმოდგენილი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ბერლინში ჩასულ ათასობით ტურისტულ კომპანიას შესაძლებლობა აქვს, რომ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნოს, სხვადასხვა რეგიონში ვირტუალურად იმოგზაუროს და ქართული ტრადიციული კერძებიც დააგემოვნოს.