სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა იტალიელი თანატოლები დაამარცხა. პირველ ნახევარში ჩვენი ნაკრები დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, რაც ორ დადებულ ლელოში აისახა. ლელოები ლომიძემ და ხონელიძემ დადეს. მეორე ნახევარში ჩვენმა ნაკრებმა კიდევ ორი ლელოს დადებაც შეძლო და ბონუს-ქულა დაიმსახურა. 20-წლამდელთა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში პირველად შეძლო ჯგუფში ორი მატჩის მოგება. საქართველოს ნაკრები 9 ქულით პირველ ადგილზეა და „ცე“ ჯგუფის მეორე შეხვედრის შედეგს დაელოდება.
ჯგუფის მეორე მატჩი სამხრეთ აფრიკასა და არგენტინის ნაკრებებს შორის დღეს ჩვენი დროით 21 საათზე დაიწყება.
საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა იტალია ბონუსქულით დაამარცხა და ნახევარფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს #1TVSPORT