„საქართველო - ღვინის აკვანი“- ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში გამართული გამოფენა საზეიმო კონცერტით დასრულდა

„საქართველო – ღვინის აკვანი“– საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში გამოფენა საზეიმო კონცერტით დასრულდა.

საზოგადოების წინაშე  ქართული ფოლკლორული ანსამბლი  „ბასიანი“ წარდგა.  ასევე, ნაჩვენები იყო ამავე პროექტის ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმი „საქართველო – ღვინის აკვანი“.

საღამოს უძღვებოდა ესპანელი მუსიკათმცოდნე პოლო ვალეხო, რომელმაც მოწვეულ სტუმრებთან ისაუბრა ქართული პოლიფონიური მუსიკისა და ღვინის კულტურის კავშირებზე.

კონცერტის დასასრულს მოწვეული სტუმრებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. საქართველო აღნიშნულ ცენტრში პირველი მიწვეული ქვეყანაა, რომელსაც ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრმა უმასპინძლა.