საქართველო პირველად წარდგა ლონდონში „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ გასტრონომიულ ფესტივალზე. ორი დღის განმავლობაში მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები და მზარეულები იმ უნიკალურ გასტროკულინარიას გაეცნობიან, რომლითაც საქართველო საკმაოდ მდიდარია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელმაც ფესტივალისთვის ორი სტენდი მოამზადა, ფიქრობს, ამ მიმართულებით მსოფლიოსთვის საქართველოს გაცნობა ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს. უკვე გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია, ცნობილმა ქართველმა შეფმზარეულებმა კი მასტერკლასები ჩაატარეს.