საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე წარდგება. საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე, „მასტერკლასის თეატრში“ ქართული ღვინისა და კერძების 4 სესია გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს სტენდზე, ორი დღის განმავლობაში ღვინის დეგუსტაცია და ე.წ. Show Kitchen მოეწყობა. The National Geographic Traveller Food Festival 2024-ის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მონაწილეობას მიიღებს შეხვედრებსა და დისკუსიებში. გაიმართება სპეციალური ღონისძიებები A Taste of Georgia და Georgia The home of wine.