„მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი,“- 1999 წლის 27 აპრილს ნათქვამი ცნობილი სიტყვების ავტორს დღეს სტრასბურგში ვარსკვლავი გაუხსნეს.
ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანებიდან 20 წელი შესრულდა. ზურაბ ჟვანიას სიტყვები გაიმეორა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, რომელმაც დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართა.
9 აპრილზე საუბრით დაწყებული გამოსვლის დიდი ნაწილი რუსულ ოკუპაციას და ამ ოკუპაციის უმძიმეს შედეგებს დაეთმო, რა დროსაც მთავრობის მეთაურის ტონი საკმაოდ მწვავე იყო.
გამოსვლა პოლიტიკური დებატებით გაგრძელდა. სტრასბურგში მყოფ პრემიერ-მინისტრს ევროპელი დეპუტატების რამდენიმე მწვავე კითხვაზეც მოუხდა პასუხების გაცემა. მათ შორის აფგან მუხთარლის, ია კერზაიას და ვანო მერაბიშვილის საქმეებზე, პრემიერს ჰკითხეს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეც.