უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციით მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლა აქტუალური იყო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზეც, რომლის საბოლოო დოკუმენტში საფრანგეთისა და მოლდოვის წინადადება აისახა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საგარეო ჩარევა და ინფორმაციით მანიპულირება სტრატეგიულ გამოწვევას უქმნის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ქვეყნებს. დოკუმენტში ასევე აისახა საქართველოს, როგორც გლობალურ მოთამაშის წინადადება. დეკლარაციაში, რომელსაც ლონდონში გამართული სამიტის მონაწილე 50 მდე ქვეყანა აწერს ხელს, ყურადღება გამახვილებულია საქართველოს სატრანზიტო და ენერგეტიკული ფუნქციის მნიშვნელობაზე. დოკუმენტში ჩაიწერა ისიც, რომ საქართველო რეგიონის ქვეყნებთან ერთად აქტიურად იმუშავებს ენერგეტიკული კავშირების განვითარების მიმართულებით. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს, რომელმაც აზერბაიჯანული ელექტროენერგიით, საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნები უნდა მოამარაგოს.
ლონდონის სამიტის შედეგები და შეფასებები თბილისში – ნახეთ ანა ბროლაძის სიუჟეტში.