საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადს აკეთებს
თარიღმა გადმოიწია – საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას გეგმავს.
ხელისუფლების გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ გამოაცხადა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირს საქართველოს წევრობაზე განაცხადი დაჩქარებული წესით წარედგინება. ბრიფინგი უკრაინის ელჩის გაწვევით დაიწყო. მმართველი პარტია გადაწყვეტილებას გაუმართლებლად და ალოგიკურად მიიჩნევს და იმ ქვეყნებს ასახელებს, რომლებმაც როგორც სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარე განმარტავს, სანქციებთან და მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მსგავსი პოზიციები დააფიქსირეს. ირაკლი კობახიძე ომში საქართველოს ჩასართავად დაწყებულ კოორდინირებულ ქმედებებზე საუბრობს და ამ ქმედებების ორგანიზატორად „ნაციონალურ მოძრაობას“ აცხადებს. ამ კონტექსტში მმართველი გუნდის ლიდერი უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ახლო კავშირებზე მიუთითებს.