საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა

ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის შემდეგ, საქართველოს კონკრეტული ვალდებულებებისა და რეკომენდაციების შესრულება მოუწევს. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, გაიხსნება თუ არა გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების პლატფორმა ევროპულ საბჭოში.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ უმრავლესობის მიერ ახალი დავალებების შესრულების გეგმას ელოდებიან, რის შემდეგაც საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვებიან. პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობას მიესალმება მმართველი გუნდი. ისინი ოპონენტებს ბოიკოტის რეჟიმის დასრულებას ურჩევენ.