თბილისში უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული დიალოგის მეხუთე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დაადასტურეს ორივე მხარის ინტერესი და მტკიცე სურვილი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული. მხარეებმა ხაზი გაუსვეს 2022 წლის 23 ივნისს, ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. შეხვედრაზე განიხილეს საკითხების ფართო ჩამონათვალი.