საქართველო ევროკავშირის ბაზარზე

ომის დაწყების და გაზრდილი რეგიონული გამოწვევების ფონზე დიდია ეკონომიკური ზარალი.

ქართული ბიზნესისთვის ევროკავშირის ბაზარზე შესვლა და თავის დამკვიდრება კიდევ უფრო აქტუალური ხდება. ხვალ ეკონომიკის სამინისტრო კონკრეტულ გეგმას წარადგენს, თუ როგორ აპირებს იმ კერძო კომპანიების დახმარებას, რომლებსაც ევროპის ბაზარზე შესვლის და საკუთარი პროდუქციის რეკლამირების სურვილი აქვთ. ცალკე გამოწვევაა ხარისხის კუთხით ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილებაც. სამინისტროს ახალ პროგრამაში ამ მიმართულებით დახმარებაც იქნება გათვალისწინებული.