საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზეც და პრესკონფერენციაზეც ევროკავშირის ლიდერებმა მკაფიოდ დაასახელეს რას ითხოვენ საქართველოსგან და ეს პრიორიტეტები 12-პუნქტიან რეკომენდაციებშიც ასახულია. ქვეყნის პირველი დიპლომატის განცხადებით, პროცესი ინკლუზიური უნდა იყოს და მასში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.