საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა ბრიუსელში. როგორ ასრულებს ქვეყანა ნაკისრ ვალდებულებებს – ერთწლიანი ანგარიში და მზადება მომავალი წევრობისთვის. სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება. ისაუბრებენ ასოცირების შეთანხმების ყველა ძირითად მიმართულებაზე, მათ შორის ეკონომიკურ საკითხებზე. მანამდე კი, საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის.

მოამბე