შეკრება ბელგიის დედაქალაქში საქართველოს და ევროკავშირის ლიდერების მონაწილეობით.
პრემიერმა ბახტაძემ ბრიუსელში ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუქა წარადგინა. ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყანამ გაერთიანებიდან ახალი გზავნილები მიიღო. ოკუპირებულ რეგიონებში მონიტორინგის მისიის და დიპლომატიური დონის ჩართულობის საკითხს ევროკავშირი რუსეთთან ყოველთვის დააყენებს. ბრიუსელიდან დღეს მოსკოვს კიდევ ერთხელ უთხრეს ისიც, რომ ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობა რუსეთისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი არ არის.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში საქართველოს პროგრესსაც აღიარებს. საუბარი უკვე ჩატარებულ საპრეზიდენტო და მომავალ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო. იოჰანეს ჰანმა დღეს ისიც განმარტა, თუ რატომ ვერ მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები ევროპის ქვეყნებში თავშესაფარს.
სალომე ქოქიაშვილი ბრიუსელიდან.