ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომა გაიმართება. სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. საბჭოს სხდომაზე ქართული მხარე „ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკას“ წარადგენს.
საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის ერთობლივი პრესკონფერენცია.