საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა

თბილისში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის რიგით მეხუთე სხდომა გაიმართა. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს, პოლიტიკური ასოცირების პროცესში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, მათ შორის, მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობის, მიგრაციის და სხვა მიმართულებით. განსაკუთრებით აღინიშნა განათლების სფეროში წარმატებული თანამშრომლობა. შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში ეკონომიკისა და სექტორული განვითარების კუთხით განხორციელებულ ნაბიჯებზე. ყურადღება დაეთმო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში, ასევე, უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის ასპექტებს.