პრემიერის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია ბრიუსელიდან ახალი გადაწყვეტილებით ბრუნდება.
ევროკავშირმა, შესაძლოა, ქართული საწარმოების ინდივიდუალური აკრედიტაცია დაიწყოს. ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართველ მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის ევროპულ ბაზრებზე გატანის უფლება ექნებათ. ამ საკითხზე დიალოგის დაწყება ევროკომისიაში გადაწყდა, სადაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარს შეხვდა. მანამდე კი ქართული დელეგაცია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომას დაესწრო, რის შემდეგაც პრემიერმა კვირიკაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.
ჩართვა ბრიუსელიდან, გურამ როგავა გვეტყვის, რა შედეგებით და განცხადებებით დასრულდა ვიზიტი.