ევროპის ჩემპიონატის საგზური მოპოვებულია.
ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პლეიოფის ფინალამდე გზა საკმაოდ რთული იყო. არანაკლებ დაძაბული აღმოჩნდა გუშინდელი ფინალური შეხვედრა საბერძნეთის ნაკრებთან, რომელიც 2004 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. ეს იყო მატჩი საკმაოდ ბევრი რთული და სახიფათო მომენტით. ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები გოლის გარეშე დასრულდა. დღის ერთ-ერთი გმირი გახდა მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც არაერთი სახიფათო დარტყმა მოიგერია. გუშინდელი თამაშის შემდეგ ჩვენი ნაკრები ფიფას რეიტინგში ორი ადგილით დაწინაურდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპირველობაზე ზაფხულიდან იასპარეზებს და ერთადერთი დებიუტანტი იქნება.
პირველი თამაში 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთის ნაკრებთან გაიმართება.