საქართველო ესპანეთის წინააღმდეგ მატჩისთვის ემზადებიან საქართველოშიც - ჩართვა მიხეილ მესხის სტადიონიდან

ევრო 2024 – საქართველო ესპანეთის წინააღმდეგ მატჩისთვის ემზადებიან საქართველოშიც. თბილისსა და რეგიონებში ღია ცის ქვეშ ეკრანები დამონტაჟდა, სადაც ქომაგები ჩვენი ფეხბურთელების გულშემატკივრობას ერთად შეძლებენ. მათთვის, ვინც გერმანიაში გამგზავრება ვერ შეძლო, ელოდებიან მიხეილ მესხის სტადიონზე, სადაც 6 ეკრანია დამონტაჟებული. ტრიბუნებზე დასწრებას კი ქომაგები სრულიად უფასოდ შეძლებენ.

როგორია ორგანიზატორების პროგნოზი, ელოდებიან თუ არა მაღალ დასწრებას? – ნიკა ბერაძე იმყოფება ლოკომოტივის სტადიონზე და პირდაპირ ეთერში სწორედ ჩემი კოლეგა გვიერთდება.