ღია სივრცეებში საჯარო ჩვენება მოეწყობა ბათუმშიც. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარმატებას უსურვებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. თორნიკე რიჟვაძემ პორტუგალიასთან გამართულ მატჩს ისტორიული გამარჯვება უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ბევრი წლის შრომის შედეგია. მანვე ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნას და სპორტსმენების მხარდაჭერას.