საქართველო-ესპანეთი - კიდევ ერთ ისტორიულ მატჩამდე რამდენიმე საათი რჩება!
კიდევ ერთ ისტორიულ მატჩამდე 5 საათი რჩება. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ითამაშებს და ესპანეთს დაუპირისპირდება, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე, კიოლნში დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი ნაკრები კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწევს წინ და ევრო 2024-ის მეოთხედფინალში გადავა.
მატჩის დაწყებამდე სტადიონამდე მისასვლელ გზას ქართველი ქომაგები დღესაც მსვლელობით გაივლიან. კიოლნში მუშაობენ „მოამბის“ გადამღები ჯგუფი და სალომე ქოქიაშვილი, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში განაგრძობს საუბარს.