სიმღერის, შეძახილებისა და სიგნალების ხმა ისმის დილიდან რუსთავში. სახელმწიფო დროშებით მორთული ელექტრომობილებით ქუჩებში ახალგაზრდების მსვლელობა მოეწყო, მათ რუსთაველები ცენტრალურ პარკში საქართველო-ესპანეთის მატჩის პირდაპირ ტრანსლაციაზე მიიწვიეს. ადგილზე ღონისძიებები 18 საათიდან არის დაგეგმილი, რუსთავის პარკში მოწყობილია კვების ობიექტები, ასევე სპეციალური სივრცე იმისთვის, რომ მსურველებმა სახის მოხატვა ეროვნული დროშის ფერებში შეძლონ. მატჩის დაწყებამდე კი ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფების კონცერტი გაიმართება.